მომღერალმა ხატია წერეთელმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ მძიმე დაავადებას ებრძვის და ამის გამო თავს ცუდად ხშირად გრძნობს.
როგორც ხატია წერეთელი წერს, მას უჭირს წონასწორობის დაცვა და მხედველობაც უქვეითდება.
„დიახ ეს ის დაავადებაა რომელიც მაწუხებს და მკლავს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ნებისმიერი სტრესის დროს ხდება დაავადების პროვოცირება, ყოველდღიურად ვკარგავ წონას,მიჭირს წონასწორობის დაცვა და მხედველობა მიქვეითდება. გიფიქრიათ რამდენჯერ მიმაკაკუნებინეთ მიქელას?“- წერს ხატია წერეთელი.