new_year

“არ იმჩნევდა ძვლები ისე სტკიოდა, მე დიაგნოზი ბოლომდე არ ვიცოდი“

125

გიორგი გოგიჩაიშვილის დედა, ნანა დათუნაშვილი გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარია.

მსახიობმა გარდაცვლილი შვილის შესახებ ისაუბრა და განვლილი, მძიმე მომენტები გაიხსენა.

„ბასტი-ბუბუში კარგი იყო გიორგი მაგრამ, სხვაგანაც არ იქნებოდა ნაკლები. ერთხელ კიევში გააგზავნეს და ისეთი კარგი იყო. როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს მსახიობი, სცენაზე მისი შინაგანი ბუნება აუცილებლად ჩანს. გიორგის ბუნება ყველგან ჩანდა. არ შეიძლებოდა მაგასთან რამე მოგეკლა, ჭიანჭველაც კი. ჯერ სოსოს ცოლი ვიყავი, შემდეგ გოგიჩას დედა.

მეექვსე წელიწადი დაიწყო, რაც გოგიჩა აღარ არის და უცხოები ახლაც მხვდებიან ქუჩაში და ტირიან. ნანუკამ განსაკუთრებით განიცადა მამის სიკვდილი. ცხედარს არ შორდებოდა. ვცდილობდი ჩემი ცრემლები დამემალა და მარტო მეტირა. ერთმანეთს ვუფრთხილდებით.

მე დიაგნოზი ბოლომდე არ ვიცოდი. ვიცოდი რომ სიმსივნე ჰქონდა, მაგრამ უნდა მორჩენილიყო, რომ გარდაიცვალა მერე გავიგე როგორ რთულად იყო. 7 ჯერ იყო თურქეთში. იქიდან რომ ჩამოდიოდა კარგად იყო, მერე ცუდად ხდებოდა ხოლმე. ნათიამ ყველაფერი იცოდა, ექიმმა უთხრა 4 თვე აქვს ვადაო ნუ დატანჯავ წამლითო ორ წელიწად-ნახევარი იცოცხლა.

ნათიამ ვინ არ შეაწუხა, სად არ ატარა. ძალიან ბევრი ხალხი დაგვეხმარა, რომ არც ველოდებოდით. ისეთი ტკივილები ჰქონდა, ხელი ოდნავადაც რომ შეგეხო გაუსაძლისად სტკიოდა. არ იმჩნევდა ძვლები ისე სტკიოდა“, – ისაუბრა ნანა დათუნაშვილმა.