“ორჯერ მოვიტაცე და არ დარჩაო, მე სამშობიაროში დამტოვა და მერე უკვე ცოლიან ბადრის ჩუმად მაინც ხვდებოდა და რომანი ჰქონდათ სანამ გათხოვდებოდა“
ამერიკიდან ჩამოსული ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი პირველად შეხვდა თავის ბიოლოგიურ მამას. ცისანმის გულშემატკივრებისთვის ცნობილია, რომ ქართველი ემიგრანტი წლების განმავლობაში ეძებდა ბიოლოგიურ დედას, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან დედამ ურთიერთობის აღდგენაზე უარი თქვა.
ამ იმედგაცრუების შესახებ ცისნამიმ არაერთი გულახდილი პოსტი გაავრცელა სოციალურ ქსელში. ამჯერად, ის მამასთან შეხვედრის შესახებ წერს, რომელმაც დედისგან განსხვავებით მის მიმართ სითბო და სიყვარული გამოხატა.
„წლები ვოცნებობდი შენზე. სულ იმას ვფიქრობდი, ნეტავ როგორია, ნეტავ ვის ვგევარ, ნეტავ არ ვაინტერესებ?
აი, თურმე როგორი ყოფილხარ მამა: ლამაზი, კეთილი, წითელლოყება, გულჩვილი, მოსიყვარულე და ჩემსავით მტირალა. რასაც ვხედავ სულ ტირიხარ. იმ დიდ სიყვარულს მისტირიხარ რომელიც არ შედგა. სულ შენი ნანა გელანდება ყველგან. როგორ ტკბილად იხსნებ წარსულის ამბავს. თურმე როგორ გყვარებიათ ერთმანეთი და როგორი ჯიუტი ყოფილა დედაჩემი რომ ცოლად არ გამოგყვა. ორჯერ მოვიტაცე და ორჯერვე არ დარჩაო. სასწაული ამბავია რა. არადა ზუსტად ვიცი რომ მასაც უყვარდა და დედამისის, აგრაფინას შიშით მამას ცოლად არ გაყვა. როდემდე ელოდა მამას მისთვის. ასე უთქვამს ნანა თუ ცოლად არ გამომყვები, სხვას მოვიყვანო და მასეც გააკეთა. ამ დროს უკვე მე ნანას მუცელში ვიყავუ და მან ამის შესახებ ძალიან გვიან გაიგო. მგონი ისიც რამდენს ტიროდა. ამიტომ ვარ მეც ასეთი მტირილა. ერთი გადაბრუნებული სიტყვა რომ მითხრათ, ეგრევე ცრემლები მომდის და ვტირივარ.
ოხ, დედა, დედა, როგორი ჯიუტი და თავნება ყოფილხარ.
საოცრება ისაა რომ ცოლად არ გაყვა, მე სამშობიაროში დამტოვა და მერე უკვე ცოლიან ბადრის ჩუმად მაინც ხვდებოდა და რომანი ჰქონდათ სანამ გათხოვდებოდა.
ნუთუ ერთხელ არ გაგიჩნდა სურვილი რომ შვილი მოგეძებნა? არა, უნდა გავთხოვდე, შვილი გათხოვებაში შემიშლის ხელსაო. შვილიანს ცოლად არავინ წამიყვანსო. ჯერ სწავლაში ვუშლიდი ხელს, მერე გათხოვებაში. მისთვის მხოლოდ წინააღმდეგობა ვიყავი.
მამაჩემს რატომ ცოლად არ გაყევი დედა? ამდენ
ცრემლს და დარდს ხომ ამარიდებდი?!
რატომ ერთხელ არ გაინტერესებდა ჩემი ბედი? სად ვიყავი? როგორ ვცხოვრობდი? რითი ვარსებობდი?
ჩემს შვილზე ფიქრში ვათენებ დღეს და ღამეს!
რატომ არ გაყევი ცოლად შენს ლამაზ ბადრის? განა კი ნახე მასზე ლამაზი?!
მამა, ისევ შენ დაგიბრუნდები. მადლობა რომ
მიმიღე, მადლობა რომ ჩამიხუტე, მადლობა რომ შენი სახლის კარები ჩემთვის გააღე.
მადლობა მამა.
მოდი ერთმანეთს დავპირდეთ რომ აღარ ვიტირებთ.
მიყვარხარ მამა. ძალიან ადვილია შენი შეყვარება.
მ ა მ ა!“