new_year

“არ სურდა “კეკელკა“ გავზრდილიყავი და რუსულ სკოლაში შემიყვანა”

419

რუსეთში მოღვაწე ქათველი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბავშვობის მოგონებებს იხსენებს.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, მამამ მიიღო გადაწყვეტილება ესწავლა რუსულ სკოლაში.

„დედისა და ნათესავების აღშფოთებაზე, მამამ, როგორც წმინდა სისხლის, ამ ერის საუკეთესო თვისებების მქონე ქართველმა, თქვა: „არ მსურს ჩემი ქალიშვილი „კეკელკა“ გაიზარდოს, ქართულ კულტურას ავტომატურად შეითვისებს, რუსული კულტურა კი საშუალებას მისცემს, ცოდნის გაცილებით ფართო დიაპაზონი ჰქონდეს და სამყარო მთელი რუსულენოვანი მსოფლიოს პრიზმაში დაინახოსო“,- წერს კანდელაკი.