“მხოლოდ ერთი დამწვრობა ბავშვობის ასაკშიც კი აორმაგებს კანის კიბოს რისკს”

1,052

დერმატოლოგი ზაზა თელია წერს, რომ მზისგან მოზარდების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვობის ასაკში მიღებული დამწვრობა, კანის კიბოს რისკს აორმაგებს.

„მხოლოდ ერთი დამწვრობა ბავშვობის ან მოზარდობის ასაკშიც კი აორმაგებს კანის კიბოს, კერძოდ მელანომის განვითარების რისკს ცხოვრების გვიან ეტაპზე.

ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია ბავშვების დაცვა მზის სხივებისგან:

1. დაახურეთ ქუდი;

2. გაუკეთეთ მზის სათვალე;

3. ჩააცვით გრძელსახელოებიანი მაისური;

4. სისტემატიურად გამოიყენეთ მზის დამცავი საშუალება – SPF30, UVA+UVB.მზისდამცავი აარჩიეთ შემადგენლობის მიხედვით.უფრო ძვირი არ ნიშნავს უკეთესს“, – წერს ექიმი ზაზა თელია.