სოციალური ქსელის მომხმარებელი ეკა ონიანი თბილისში მომხდარ შემთხვევაზე წერს და იმ მოქალაქეებს მიმართავს, ვინც ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობს.
„ჩემს თვალწინ აილეწა გლოვოს თუ ვოლტის კურიერი ახლა, გადარჩა, ქუდი ეხურა და მოტოთი იყო, სავარაუდოდ, ფეხი მოიტეხა.
ჰოდა ხალხო, გეხვეწებით, თუ აგვიანდება, ნუ დაახრჩობთ და გალანძღავთ კურიერებს, სიცოცხლის რისკის ფასად მოაქვს თითოეულ მათგანს ის ბურგერი და პიცა”, – წერს ეკა ონიანი.