“ასე როგორ დეგრადირდა პროზა, ან პოეზია რომ ვინმე თეონა დოლენჯაშვილს მწერალი ჰქვია”

67

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში თეონა დოლენჯაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

”რა სამწუხაროა რომ საქართველოში, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, ალექსანდრე ყაზბეგის ქვეყანაში, კლდიაშვილის, გოგლა ლეონიძის, რეზო ინანიშვილის, რეზო ჭეიშვილის, ოთარ ჩხეიძის, ჯემალ ქარჩხაძის, ნოდარ დუმბაძის, ჭაბუა ამირეჯიბის, ოთარ ჭილაძის, ჯანსუღ ჩარკვიანის,  მურმან ლებანიძის, მუხრან მაჭავარიანის, მორის ფოცხიშვილის, ტარიელ ჭანტურიას და სხვა. მწერალთა ქვეყანაში, ასე როგორ დეგრადირდა პროზა, ან პოეზია რომ ვინმე თეონა დოლენჯაშვილს მწერალი ჰქვია, ან ჰგონია რომ მწერალია, საოცარია, თან კოსტავას რომ წიხლი ამოარტყა მამუკა ხაზარაძემ, აი იმ ხაზარაძის პარტიის წევრი “ფავორიტი ” იყო და თან უფროსი თაობის მწერლებს უდიერად მოიხსენიებდე,  მაშინ, როცა თავად არარაობა ხარ, წარმოუდგენლად უნიჭო, (რომელიც მდარე ლიტერატურული ტექსტით დამამახსოვრდა, გავოცდი და შევწუხდი და ფინალამდე რა მიმიყვანდა, ასე თავს არ და ვერ გავწირავდი, რა რა და ერთს ვერავინ დამიწუნებს და ფრიად დიდ მწერლობას და პოეზიას მოვანდომე მთელი ჩემი ცხოვრება ) არადა მწერალი დაირქვა ადამიანმა, მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ ვიღაც მევახშემ დაგარქვა მწერალი ( მხოლოდ ამიტომ), არადა აი მისი პარტიის ლიდერი “გეპეის” კომკავშირის მდივანი რომ იყო და მერაბ კოსტავას პანღურს ურტყამდა ( იხ . ნოდარ ნათაძის წერილი-საგაზეთო პუბლიკაცია მამუკა ხაზარაძეზე )აი მაშინ იწერებოდა, სწორედ ჯანსუღ ჩარკვიანის მიერ ჰიმნი თავისუფლებას ” ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის თავისუფლება ხვედრია” და ეს მაშინ 1972 წელს, გარეთ ჯერ ფოთოლი რომ არ შრიალებდა თავისუფლების, ჭაბუას- დათა თუთაშხია, გურამ ფანჯიკიძის “თვალი პატიოსანი”, რეზო ჯაფარიძის და აკაკი ბაქრაძის უმაგრესი ანტისაბჭოთა წერილები, სწორედ ჯანსუღის რედაქტორობის დროს იბეჭდებოდა ჟურნალ ცისკარში, სწორედ 1989 წელს 8 აპრილის , ჯანსუღ ჩარკვიანის უმკაცრესი პროტესტი -ყვირილი შემოინახა სტენოგრამამ კულტურის -შემოქმედი (და არა მხოლოდ) ადამიანების კრებაზე მთავრობის სახლში როდიონოვის წინააღმდეგ .ეს ისტორიაა არქივია და ჩემთვის საამაყო !
მაგრამ რა ?! გამოვა ვიღაც თეონა დოლენჯაშვილის მაგვარი მწერლად ვერშემდგარი “ლიტერატურული
წარმონაქმნი” -ამ მძიმე დროის “შემთხვევითი შედეგი” და უკვე ტვ ეთერში აღზევებულ-გათამამებულად მწერალს დაირქმევს ,მერე. შეაფურთხებს ყველა მწერალს ერთად -“კავშირები” წითელი ინტელიგენცია იყოო, ა ნ უ მწერალთა კავშირის წევრები, ეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვაჟკაცი ხალხი, თითოეული ,საქართველოსთვის ნათქვამი სტრიქონი კბილებით რომ გაჰქონდათ გაგანია კომუნისტების ( მართლა რეჟიმის დროს, ახლაც რომ აზლივს ვერევით რუსეთს,მაშინ მართლა გმირობის ტოლფადი იყო) დროს , აი ეს ადამიანები , აი ამ ქალის-ამ” ლიტერატურული შემთხვევითობის” შესაფურთხებელია , თან მერე ხშირ-ხშირად ჩაისუნთქავს უცნაური მეტყველებით, რომ რაღაცით მაინც დაამახსოვროს მაყურებელს თავი , აბა პროზით ვერ გაიხსენებს ვერავინ, მერწმუნეთ გამორიცხულია და გააგრძელებს “მოღვაწეობას” ხაზარაძის ლიდერობით. ვახ,
კაცო ყველაფრის ყიდვა შეიძლება ( პრემიის, თანამდებობის)გავიგეთ , რომ ასე ფიქრობს ზოგიერთი სამწუხაროდ ,მაგრამ ნიჭს როგორ იყიდი , რანაირად იყიდი ნიჭს?
გადავხედე ამ თ.დოლენჯაშვილის “მწერლობას” და ისე შევწუხდი, ვაი მართლა ეს ხომ არ არის დღევანდელი მწერლობა თქო ვიფიქრე, ხომ არ დავიღუპეთ თქო და მივადექი ახლა და ხან აკა მორჩილაძე გადავიკითხე სასწრაფოდ, გავიხარე , მერე ლაშა ბუღაძე გავიხსენე, მივყევი და ხან რატი ამაღლობელი ,ხან ლიქოკელი თუ ზვიად რატიანი , გავაგრძელე და გავიხსენე კიდევ რამდენიმე სასწრაფოდ და ….. მოკლედ , არიან მწერლები და პოეტები, კარგი მთარგმნელებიც არიან და ცოტა დავწყნარდი ,დავმშვიდდი , შეიძლება მეტ-ნაკლებობით მოგწონდეს ,ვიღაც მეტად ,ან ნაკლებად ,ან საერთოდაც არ მოგწონდეს, მაგრამ მწერლები -პროზაიკოსები არიან და ეს კარგია.…..
ახლა ვფიქრობ, რისი ბრალია ეს -ამ თ. დოლენჯაშვილის ასეთი “ლიტერატულ-კურტიზანული სითამამე”???
მწერლად “დანიშვნა” რაღაა? მწერალი ან ხარ , ან არა მართლა “ანაკლიის პორტის კონსორციუმის მენეჯერობა” ხომ არ არის, რომ ხაზარაძემ დაგნიშნოს ! პოეტობაც ასეა, ან რჩება შენი სტრიქონი ან არა, დარჩება შენი ფრაზა ხალხის მიერ ატაცებული და რაც უნდა გლანძღონ უნიჭოებმა, ეცადონ “დაიმკვიდრონ” თავი ,ხალხში მაინც რჩება ნამდვილი შემოქმედის ,პოეტის ნაღდი სტრიქონი -საბედნიეროდ ასეა, მორჩა და გათავდა……
ან რატომ უნდა ბედავდეს ვიღაც “მევახშე” ჯილდოებად “მწერლის” სახელს არიგებდეს და მის მიერ “გამოჩორკნილი” ლიტერატურული “გროტესკიქალი” მწერლად გვევლინებოდეს, ასე დაკნინება ლიტერატურული გემოვნების, ასეთი მწირი ტექსტის შეთავაზება მკითხველისთვის ,მითუფრო საქართველოში სადაც ბევრი პროფესიონალი ნაღდი “წიგნომანია” და გემოვნებიანი მკითხველია, სულ ცოტა უხერხულია და სამომავლოდ მავნებლობა. არა, კი არაფერს ვიტყოდი , უბრალოდ
ვფიქრობ ჩემთვის რა იღბალი აქვს ამ ნიჭიერ ქვეყანას, სადაც მერაბ კოსტავასთვის ფეხის ამომრტყმელ მევახშე ხაზარაძეს პრემიერობა უნდა, ხოლო მის ნაცნობ ( ანაკლიის პორტის -კონსორციუმის მენეჯერ )თეონა დოლენჯაშვილს მწერლობა .
ვახ “ჩემო დაბრენდილო და დაბრედილო საქართველოვ”🤓🤷🏼‍♂️😂”