რა ტყუილში გამოიჭირა ცნობილმა ექსპერტმა “ევროპული საქართველო”
ექსპერტი ამირან სალუქვაძე “ევროპული საქართველოს” მიერ გამართულ 600 კაციან ბანკეტს ეხმაურება.
“დიდი ქელეხები არ გადაიხადოთ პანდემიის გამოო და 600-კაციან საარჩევნო ბანკეტს აწყობენ.
ამ ხალხს, ვინც სუფრას აწყობს, ხელთათმანები და ცხვირპირბადეები არ სჭირდებათ?
ჰო, ეს არ ითვლება მოსყიდვად. კარტოფილს და ხახვს პირდაპირ შემწვარ-მოხარშულს მიართმევენ.
უნდათ დაგვაჯერონ, რომ სოფელში 600 კოორდინატორი ჰყავთ.
თან ცარიელია სოფლებიო, იძახიან, თუ მთელი სამეგრელოს კოორდინატორებია მიწვეული?
უვროპულობა თუ ევროპელობა ჩქეფს…”