“ზუსტად ამიტომ ვიცოცხლებთ, რომ თქვენს მკვლელ შვილებს არ ვაღირსოთ მზის სინათლე”

675

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძაშვილი სალომე ონაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ეს გოგონა ბრძანდება მკვლელი ვახო ჩიქოვანის ნათესავი, რომელიც კომენტარებში ანის “დასვენებას” განიხილავს თავის თანამოაზრეებთან ერთად.

თუ ასე გაწუხებთ ეს თემა გაგერკვიათ იქნებ ჯერ რატომ იყო ჩემი მამიდაშვილი ბათუმში ჩასული. მალე იმასაც იტყვით რომ გიო ჩვენ მოვკალით… არ გამიკვირდება.

და აი ამ “ჟურნალისტის” ტვინში ჩამახედა ამას რომ წერს თან ასე გრანდიოზულად. ღმერთმა არავის გამოაცდევინოს ის რაც ჩვენ გამოვცადეთ.

ზუსტად ამიტომ ვიცოცხლებთ და დავდგებით იმაზე მაგრად, ვიდრე აქამდე, რომ პირველ რიგში თქვენს მკვლელ შვილებს არ ვაღირსოთ მზის სინათლე. ანიმ დღეს გაიცინა და შავებიც გაიხადა… ესეც დაწერეთ” – წერს სალომე ონაშვილი/

ნინი პეტრიაშვილმა, რომელიც სალომე ონაშვილის თქმით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ვახო ჩიქოვანის ნათესავია, რამდენიმე საათის წინ, პირად გვერდზე ლინკი გააზიარა, სადაც წერია, რომ ანი შაქარაშვილი ბათუმში ისვენებს.

ანი შაქარაშვილი ბათუმში, მისი ძმის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირზე იმყოფებოდა, რომელიც აჭარაში აგვისტოს ბოლოს ჩატარდა.