სოციალური ქსელის მომხმარებელი კატო კაპანაძე „ფეისბუქზე“ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ირკვევა, რომ მისი პატარა გოგონა 1 წლის გახდა, თუმცა დაბადებიდან 2 თვე „ღუდუშაურის კლინიკაში“ გაატარა. დღეს მადლიერი დედა შვილის დაბადების დღის აღსანიშნავად სწორედ „ღუდუშაურის კლინიკას“ ესტუმრა და ექიმებს მადლობა გადაუხადა:
„ჩემო მილალა,ჩემო რბილობო,ეს შენი პირველი სახლია,შენი დედიკოები,ვინც გივლიდნენ მთელი 2 თვე.
1 წლის უკვე შენი ფეხუცებით მიხვედი მათთან.
რამდენი წლისაც არ უნდა გახდე,ყოველ შენს დაბადების დღეზე უნდა მიხვიდე ღუდუშაურის კლინიკაში და ყოველთვის მადლობა გადაუხადო ამ გუნდს, იქ მყოფ პატარებს კი აუცილებლად მიუტანო რაც მათ სჭირდებათ. მეც შენთან ერთად გავიზარდე ღუდუშაურში შვილალა.
უდიდესი მადლობა ჩემო გმირებო, ვინც არ დამხვდით გეფერებით ყველასექიმებს,ექთნებს, სანიტრებს მთავარო გმირთა გმირო,მადლობა რომ ასეთი შესანიშნავი გუნდი გყავს, მიყვარხარ მთელი ორგანიზმით…
მადლობა დირექციას, რომ გამონაკლისი დაუშვა და ჩემი იდეის განხორციელების უფლება მომცა“, – წერს კატო კაპანაძე