ჩემთვის კოვიდი ჩვეულებრივი ვირუსია, და უარესიც გადავიტანე დეკემბერში!, – ამის შესახებ მაია თოფურია წერს.
„COVID-ის ყველა მესტატისტეს დავბლოკავ! მეზიზღება Fb-ს გახსნა, არ მაინტერესებს ეს ყოველწუთიერი რაოდენობის გამოცხადება, თანმდევი ისტერიკით. ჩემთვის ჩვეულებრივი ვირუსია, და უარესი ვირუსიც გადავიტანე დეკემბერის თვეში, მაგრამ არავის გაგიგიათ! ნუ @@@@@ ტვინი! ვისაც გვაინტერესებს, ინფორმაციას თავად მოვიძიებთ, თქვენი ისტერიული დატვირთვის გარეშე! გამოაცხადეს, ”ლოკალიზირებულია და კონტროლს ექვემდებარება”-ო და დაოკდით რა….
2010-2011 წწ. ღორის გრიპით 53 ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ გაგიგით რამე? არაფერი! ხოდა, ეხლაც დაოკდით და მშვიდად იმკურნალეთ, გრიპთან ერთად ნერვებზეც!!“ – წერს მაია თოფურია.