“რა დავაშავეთ მათ, ვინც ზედმიწევნით ვიცავთ ყველა წესს?! და ვზრუნავთ იმ უპასუხისმგებლოთა ოჯახის წევრებზეც ამით”

885

განო მელითაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“ცემში რომ გავხიზნე ოჯახობა ცალკე მდგომ სახლში, უკაცრიელი შემოგარენით, გეგონათ არ გვიყვარს მრავალფეროვანი დასვენება, ზღვა, კლუბები და წვეულებები? ან ბავშვებს არ სურდათ აუზი და ნაირ-ნაირი სასტუმროები? ან სამ ბავშვიანი წვეულება რომ მოვუწყე ტასოს დაბდღეზე მეგობრები არ გვყავს მეტი? და ასე შემდეგ?
არსებობს თუ არა და “კაი ერთი რა კორონა” არის უ პ ა ს უ ხ ი სმ გ ე ბ ლ ო ბ ა ქვეყნის,მეგობრების და პირველ რიგში საკუთარი ოჯახი ს მიმართ!!!!!
ძალიან საწყენი იქნება , თქვენი “გულაობის” გამო ჩემს 4 შვილს თუ რამე დაემართება და ისიც საწყენია გაფართოებული თვალებით რომ ელოდნენ ტასო და მისი მეგობრები სკოლას და ისევ ეს სიმახინჯე რომ მიიღეს საპასუხოდ!
რა დავაშავეთ მათ, ვინც ზედმიწევნით ვიცავთ ყველა წესს?! და ვზრუნავთ იმ უპასუხისმგებლოთა ოჯახის წევრებზეც ამით!
წადით , იგუგუნეთ უხარისხო ,ოფლიან ტუსოვკებზე, და მერე პოსტები წერეთ რას გიშვებათ მთავრობა😂😂😂😂😂😂🥊🤦”- წერს განო მელითაური.