“გილოცავ დე, დაბადების დღეს… მალე დავამარცხებთ მტრებს! სამართალი იზეიმებს”

369

გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შვილს დაბადების დღეს გარდაცვლილი ქალიშვილის მაგივრადაც ულოცავს.

“ჩემო უკვე ერთადერთო გილოცავ დე დაბადების დღეს თამოს მაგივრადაც. თამუნას ისე უყვარდი დარწმუნებული ვარ შენი კეთილდღეობისთვის ილოცებს სამოთხიდან. ღმერთს ვთხოვ რომ შენ მაინც გქონდეს ყველაფერი კარგად და ბედნიერი მყავდე ასი წელი.

მინდა მალე გადაგელახოს ეს სიმწარე და დათრგუნული აღარასოდეს მენახე. მიყვარხარ და როგორც თამარით ვამაყობ ისე ვამაყობ შენით ჩემო ვაჟკაცო. მალე დავამარცხებთ მტრებს!!!სამართალი იზეიმებს!!!”- წერს თეონა თამაზაშვილი.

რაც შეეხება გარდაცვლილი პროგრამისტის საქმეს, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები დღეს თეთრიწყაროს ტყესთან მისასვლელი გზების შესწავლას იწყებენ. ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ არსებობს ეჭვი, რომ იმ ადგილას ბაჩალიაშვილი მეორეხარისხოვანი გზით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არ არის დამონტაჟებული. მისივე თქმით, ასეთი გზის არსებობის შესახებ ინფორმაცია მათ ადგილობრივი მოსახლეობისგან მიიღეს.