2020 წლის იანვრის თვეში ქენდალ ჯენერმა და კორტნი კარდაშიანმა Sibling Rivalry-ს (დედმამიშვილების დაპირისპირება) ცნობილ გადაცემაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ახალგაზრდა მოდელმა საზოგადოებას აქამდე უცნობი დეტალი გაანდო. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც მათ ოლივერ ჰადსონმა დაუსვა ასე ჟღერდა, “თქვენს ოჯახში რომ იყოს ნარკომანი, ვინ იქნებოდა?,” რაზეც კორტნიმ თამამად დაასახელა უმცროსი და.
ქენდალმა კი, ფაქტი დაადასტურა, “მე ე.წ. სტონერი (ნარკომომხმარებელი) ვარ, ამის შესახებ ახლა პირველად ვსაუბრობ,”- აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის მოდელი კალიფორნიაში ცხოვრობს, სადაც მარიხუანას მოხმაურება ლეგალურია.