“ეს არაპროფესიონალი “ჟურნალისტი” ავრცელებს სრულ ბოდვას და არასწორ ინფორმაციას”

1,058

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ამ წამს ვნახე ვინმე ჟურნალისტი ჯანყარაშვილის სიუჟეტი – სახელმწიფო სუბსიდირებასთან დაკავშირებით.
ეს არაპროფესიონალი “ჟურნალისტი” ავრცელებს სრულ ბოდვას და არსასწორ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით,რომ მაქვს სასტუმრო და პრემიერი, პირადი სიმპათიების გამო, მირიცხავს სასტუმროს განვითარებისთვის რაღაც გაურკვეველ თანხას!!!
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ მაქვს არანაირი ბიზნესი და არც სასტუმრო!
კატეგორიულად მოვითხოვ ბოდიშს ამ კონკრეტული “ჟურანლისტისგან” ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის,

ტვ პირველის ეთერიდან!!! TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი”