ნინი დედალამაზიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”სვეტა ბერძენიშვილი, ქართველი ქალი, შვიდი შვილის დედა, რომელმაც აფხაზეთი ჭუბერის გზით ფეხით გადმოიარა. ხელში 2 თვის შვილი ეჭირა, რომელსაც იარაღით ფიზიკურად იცავდა.
მისი შვილიშვილი სესილის ბაღელი და მეგობარი ბარბარეა. ბარბარეს ბებია ყოველთვის იწვევდა ჩემში ინტერესს თავისი ხასიათითა და განსაკუთრებული გარეგნობით. თუმცა ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ფოტო, რომელიც ჩემში მუდამ აღფრთოვანებას იწვევდა, სწორედ მისი იქნებოდა.
აფხაზეთი საქართველოა!
სვეტა ბერძენიშვილი აუცილებლად დაბრუნდება საკუთარ სახლში ისევე როგორც ყველა ქართველი.”
სვეტა ბერძენიშვილი, ქართველი ქალი, შვიდი შვილის დედა, რომელმაც აფხაზეთი ჭუბერის გზით ფეხით გადმოიარა. ხელში 2 თვის შვილი…
Posted by Nini Rumi on Saturday, July 5, 2025