“არ არსებობს ისეთი პიროვნება, რომელიც მოვა და მეტყვის, რომ რაიმე დავუშავე”

186

მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

რამდენად საწყენია, როცა ადამიანს პატივს სცემ, აფასებ სიკეთეს უკეთებ და ეს ადამიანი, თურმე ზურგს უკან გლანძღავს უმიზეზოდ. 😔
ამ დროს ვხვდები, როგორ შეუძლია შურმა და ბოღმან გააბოროტოს შენთვის ახლობელი ადამიანები. 😭
ეს არ არის ერთი და ორი, სიმართლე გითხრათ ამ ბოლო თვეებში, იმდენმა გამოავლინა საკუთარი თავი, გაოცებული ვარ. 😔😔😔
მხოლოდ ერთი კითხვა მიჩნდება. ნუთუ ასე გააგიჟა ხალხი, ჩემმა წარმატებამ და წინსვლამ. 😢

არ არსებობს ისეთი პიროვნება, რომელიც მოვა და მეტყვის, რომ რაიმე დავუშავე.
პირიქით, ვის როგორ დავეხმარო და გავახარო იმაზე ვფიქრობ. დარწმუნებული ვარ, აქაც ბევრი მყავხართ ვისაც, ჩემი სიკეთეთით, გული გავუხარე. ✨💛

რამდენი გრძელი ენის პატრონი მყოლია ირგვლივ.. 🐍
ზოგჯერ მეცოდება ჩემი თავი და ასევე ჩემთან მომუშავე პერსონალი, რომლებიც ჩემთან ერთად განიცდიან წნეხს და შემოტევებს.
ხომ იცით უფალი ყველაფერს კარგად ხედავს. ამიტომაც მე სულ წინ წავალ, ჩემს ერთგულ ადამიანებთან ერთად. იმდენს ვიზამ, რომ არასდროს გავახარებ მტრებს!

ეს გამოწვევა პირველი არ არის, მთელი ცხოვრება მომსდევს, ცუდის მოლოდინში მყოფი “ახლობლები” რომლებსაც მარცხს არ დავანახებ არასდროს.
ისიც კი აღიზიანებთ, ასეთი კეთილი და კარგი რატომ ვარ.?! 😱
ხოდა გისურვებთ მოემზადოთ, რადგან მე ჩემი გულწრფელი სიკეთე ასმაგად მიბრუნდება.
✨სულ მალე, ნახავთ სად და როგორ ვიქნები!
მჯერა, რომ ყოველი ადამიანი აგებს პასუხს, ჩემს ცრემლებზე და გულისტკენაზე, რომელსაც ნამდვილად არ ვიმსახურებ. 😔
მე საკუთარი თავის მწამს, ნამდვილად ვიმსახურებ ვიყო უფრო და უფრო ბედნიერი, ასეც იქნება! 🙏🏻 🧡ჩემთან ერთად ჩემიანებიც 🫵🏻🫶🏻“

😔რამდენად საწყენია, როცა ადამიანს პატივს სცემ, აფასებ სიკეთეს უკეთებ და ეს ადამიანი, თურმე ზურგს უკან გლანძღავს…

Posted by Mariam Shu on Sunday, July 13, 2025