გამოცემა „ტაბულას“ დამფუძნებელსა და ჟურნალისტ თამარ ჩერგოლეიშვილს სამეგრელოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გამოეკიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
„დღეს სამი კამეჩი გამომეკიდა. მოწმეებიც მყავს, ვერ მოასწრეს გადაღება“, – დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
გავრცელებულ პოსტს სახალისო კომენტარებიც მოჰყვა. მოგვიანებით ჩერგოლეიშვიმა ფაქტი კიდევ უფრო დეტალურად აღწერა:
„ისეთი გაკვირვებული გავრბოდი, ხმის ამოღება ვერ მოვასწარი – მერე პირდაპირ გავგორდი სიცილით. გაიგუდა ხალხი“.