“ძალიან კარგი პიროვნებაა, ერთად ვართ” – ნინი ბადურაშვილი დიდი ხნის შემდეგ პირველად საუბრობს პირად ცხოვრებაზე
ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა, ნინი ბადურაშვილმა რადიო “ფორტუნა პლუსის”გადაცემაში დიდი ხნის შემდეგ პირველად საკუთარ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. ნინიმ აღნიშნა, რომ მის შესახებ ხშირად ვრცელდება ჭორები, ზოგჯერ გამოგონილ რომანებსაც კი მიაწერენ ხოლმე. ნინიმ თქვა ისიც, რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ სხვადასხვა მედიაში კომიკური სათაურებიც ამოუკითხავს:
“სათაურები უნდა შემეგროვებინა თავის დროზე, მაგალითად, იყო ასეთი: “ნინი ბადურაშვილი მინდვრის თაგვივით მარტოა”.
ბადურაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს მარტო აღარ არის და მის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომლის სახელის გასაჯაროებისგან თავს იკავებს.
“მე, ზოგადად, პირადზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მარტოობა დასრულდა, “მინდვრის თაგვივით” მარტო აღარ ვარ. არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგი პიროვნებაა, ერთად ვართ და ვნახოთ”, – თქვა ნინი ბადურაშვილმა.