“ჩემი დაბადების დღეა 46 წლის გავხდი, ბოლომდე არ მერგება სიხარული“

161

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, საზოგადოებას ხშირად უზიარებს რჩევებს. 

ზურა შევარდნაძის ბაღი “გარდენია” თბილისთან ახლოსაა და ზურა იქ თავის ოჯახთან ერთად ყვავილებსა და მცენარეებს უვლის.

ზურა გუშინ იუბილარი იყო. ამჯერად ის სამადლობელ პოსტს ავრცელებს.

“ჩემი დაბადების დღეა 46 წლის გავხდი.
ბოლომდე არ მერგება სიხარული რადგან ბევრ რამეზე ვდარდობ. გარშემო იმდენი უბედურებაა… ბოლომდე ბედნიერი მაშინ ვიქნები როცა ჩემს ქვეყანაში ადამიანებს ეყვარებათ ერთიმეორე, დაზოგავენ, მოუფრთხილდებიან ერთმანეთს.
მე კი ნამდვილად იმდენი სითბო მივიღე გაისად ამ დრომდე მაინც მეყოფა. გმადლობთ, გმადლობთ, გმადლობთ!!!!!
დიდ სიყვარულს ვგრძნობ და ეს უსაშველოდ მახარებს, ძალას მაძლევს.
ფოტო #ზაქარიაჭელიძე “, – წერს ზურა შევარდნაძე.