ტელეწამყვანი და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი გიორგი ჯაჯანიძე, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“ადრე, მენანებოდნენ და მედარდებოდნენ ადამიანები, ახლა მაიძულებენ მკაცრი გადაწყვეტილებები მივიღო.
ურთიერთობას ვწყვეტ იმ ადამიანებთან, ვინც საკუთარ თავს უშავებს, ვინც უპასუხისმგებლოა საკუთარი თავის და მეგობრების მიმართ, ვინც არ ფიქრობს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის უპრინციპო ქმედებებს და ვერ ხვდება მტერს და მოყვარეს. ადამიანი საკუთარ თავს რომ არ დაინდობს, ის არავის არ დაინდობს.
სანამ ურთიერთობას გავწყვეტ ვესაუბრები, არგუმენტებით ვუხსნი, რომ შიძლება დაიღუპოს, წყალში ჩაეყრება, თუ კი რამე წარმატება მოიპოვა, მაგრამ არა, არ იღებს არანაირ რჩევას, არ სურს მოგისმინოს, გაცხადებს მტრად და გონია მართალია თავის გადაწყვეტილებებში.
ვწყვეტ ურთიერთობას და ვიღებ მშვიდად ყველაფერს იმას, რა მოცემულობაც დადგა.
ძალიან საშიშები არიან ადამიანები, რომელებიც ტაშს გიკრავენ და გეთანხმებიან ყველაფერზე.
რა საშიშია ადამიანი, როცა გამშვიდებს და გეუბნება, არაუშავს უკვე მოხდა და რაღას იზამო.
დიახ უნდა ინერვიულო, გაანალიზო და განიხილო, მეორედ რომ არ შეგეშალოს.
მთელი ცხოვრება სხვის მაგალითებზე ვისწავლე, კარგიც და ცუდით.
ყოველთვის სამაგალითოს ვბაძავდი, ცუდს ვიმახსოვრებდი და ვხვდებოდი, როგორი არ უნდა ვყოფილიყავი.
ამიტომ არის, რომ ძალიან ცოტა შეცდომა ჩავიდინე ცხოვრებაში.
არ მაღოიზიანებს როცა მატყუებენ.
არ განვიცდი ვიღაცას რომ არ ვუყვარვარ.
ყველა ადამიანის ემოციები მისაღებია ჩემთვის. საზიზღარიც კი. ასეთი გაჩნდა და რა ქნას.
ბევრჯერ წარმატება და სიხარული არ გამომიხატავს, ვინმეს არ წყენოდა და არ შეშურებოდა, ვუფრთხილდებოდი ყველას და ყველაფერს. მოვიგე.
არასოდეს სხვის ჯიბრზე არ მომდომებია კარგად ყოფნა. მოვიგე.
ჰო, კიდევ ერთი ჩემთვის საყვარელი და საოცარი თემა:
გოიმები და სვეტები. ეს ორივე თემა სერიოზულ ბიზნესათ იქცა.
ძლიერები აგოიმებენ სვეტებს, სვეტები ფართხალებენ და თავიანთი ,,განათლებით” და ,,ინტელექტით” უნდათ დააკნინონ გოიმები და სადავეები აიღონ ხელთ.
განწირულია სვეტობა გოიმების დევნაში.
ბევრჯერ უთქვამთ ჩემზე ხელმოცარულ სვეტებს, გოიმიაო.
აბა რაში მაინტერესებს სვეტები რას ფიქრობენ ჩემზე
მიყვარს მშვიდად ძილი და იმაზე არ ფიქრი, როგორ ავიმაღლო სვეტური კედელი.
სნობი საზოგადოება აბოლებს და აშინებს ძლიერთ ამა სოფლისა და ვერ მიმხვდარან, რა დროს სვეტობა და გოიმობაა ოცდამეერთე საუკუნეში.
დედამიწა დუღს და მზეს ფეხებზე კიდია ვინ ხარ შენ.
დამშვიდდით ხალხო, ყველა მოვკვდებით, თანამდებობის პირებიც და უბრალო მშრომელებიც, გემოვნებით ჩამცმელებიც და ძონძებში ნაყიდი ტანსაცმლით.
რა მეტაკა არ ვიცი, თუმცა ვიცი…
ძალიან მინდა ადამიანებმა საღად უყურონ ყველაფერს, ნუ დაბრმავდებიან, ილუზიაში ნუ იცხოვრებენ.
ვიღაც გამართლებას ზეიმობს, მის ზურგს უკან ჯოჯოხეთის ცეცხლი გიზგიზებს, თუ ეტყვი და გააფრთხილებ შენც ამ ცეცხლში დაგწვავენ.
სიმართლის თქმის ეშინიათ, თან სიმართლის მოსმენაც არ სიამოვნებთ.
დილის 5 საათი დაიწყო, ვერ გადავიკითხავ, ხვალ ჩავასწორებ.
გიორგი ჯაჯანიძე