“როგორც კი უარი თქვა სხეულმა ამ პერსონაჟის თამაშზე, იმ წუთას გაჩნდა კიბო, ორი მკერდი მოვიკვეთე”

155

ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო ხა­ჟო­მია, საშა კაც­მა­ნის პოდ­კას­ტშისა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უზი­ა­რებს ემო­ცი­ურ და მტკივ­ნე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც კი­ბოს დი­აგ­ნოზს მოჰ­ყვა. მისი მო­ყო­ლი­ლი არ არის უბ­რა­ლოდ პი­რა­დი ის­ტო­რია, ეს არის ქა­ლე­ბის­თვის ძლი­ე­რი მე­სი­ჯი სი­მა­მა­ცე­ზე, აღი­ა­რე­ბა­ზე და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გა­და­ფა­სე­ბა­ზე. ნინო ხა­ჟო­მია გვიჩ­ვე­ნებს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სიკ­ვდი­ლის შიში ვაქ­ცი­ოთ ბრძო­ლის სტი­მუ­ლად და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ტკი­ვილ­მა შეგვძი­ნოს ახა­ლი სიბ­რძნე:

– პირ­ვე­ლი ეტა­პი არის აღი­ა­რე­ბა, უნდა აღი­ა­რო რაც გჭირს. მე რომ ვამ­ბობ, რომ კიბო მაქვს, ეს უკვე აღი­ა­რე­ბაა. მე­გობ­რე­ბი მე­ჩხუ­ბე­ბი­ან რა­ტომ ამ­ბობ, რომ კიბო გაქვს, ადა­მი­ა­ნი ხომ ამ­ბობს, როცა რამე სტკი­ვა, წო­ნა­შია მო­მა­ტე­ბუ­ლი, მე რა­ტომ არ უნდა ვთქვა? – ეს აღი­ა­რე­ბა ბრძო­ლის­თვის შე­მარ­თე­ბას მაძ­ლევს.

სა­ნამ მე­ტყოდ­ნენ, ტვინ­ში უკვე ვი­ცო­დი, რომ კიბო მქონ­და. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ხომ რა­ღა­ცა ფო­ბია ხომ გვაქვს.მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვე­ლო­დე­ბო­დი კი­ბოს და ვი­ცო­დი, რომ კიბო უნდა მქო­ნო­და. ერთი დე­ი­და ძუ­ძუს კი­ბო­თია გარ­დაც­ვლი­ლი, მე­ო­რეს რე­მი­სია აქვს ოცწ­ლი­ა­ნი. თან რო­გო­რი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად ვა­კე­თებ­დი იცით, 6 თვე­ში ერთხელ ვი­მოწ­მებ­დი თავს. ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი ვიცი, რომ მე დავ­მარ­თე სა­კუ­თარ თავს. ახლა ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან სხვა­ნა­ი­რად წარვმარ­თავ­დი ჩემს ფიქ­რებს. იქ მივ­დი­ვართ და ის გვე­მარ­თე­ბა რი­სიც გვე­ში­ნია. ყვე­ლა შიშს სიკ­ვდი­ლის შიში უდ­გას უკან, არ არ­სე­ბობს სხვა შიში. ქა­ლებს მინ­და ვუ­თხრა, არ იტი­რონ და არ აღიქ­ვან ეს რო­გორც გა­ნა­ჩე­ნი. ძა­ლი­ან კარ­გი წლე­ბი გე­ლო­დე­ბათ წინ და მოდი 6 თვე გა­დავ­დოთ და ვიმ­კურ­ნა­ლოთ.

მე მივ­ხვდი რა­ტომ და­ვი­წყე მთა­ში სი­ა­რუ­ლი, ეს უყო ჩემი გლო­ვის რი­ტუ­ა­ლი, მარ­ტო რჩე­ბი სა­კუ­თარ თავ­თან. მე­ში­ნია, რომ რამ­დე­ნად აი­სა­ხე­ბა ეს ექ­ვსი თვე ჩემი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე.

ემო­ცი­ებს, ადა­მი­ა­ნებს ფე­რე­ბით აღ­ვიქ­ვამ, გე­მოც ასეა ჩემ­თვის. კა­რი­ე­რი­დან არა­ფე­რი დამ­რჩა, დრო­ის ფუჭი და­ნა­ხარ­ჯია. ჩემი 21 წლის შვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ მო­მიტ­რი­ალ­და და მი­თხრა დე, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან რომ მჭირ­დე­ბო­დი შენ იყა­ვი სამ­სა­ხურ­შიო. მარ­ტო ვი­ყა­ვი რომ გა­ვი­გე კიბო მაქვს, იმ დღი­დან არ და­მიშ­ვია სხვა გა­მო­სა­ვა­ლი, რომ მე მექ­ნე­ბა რე­მი­სია, მერე რა იქ­ნე­ბა, არა­ვინ იცის. პა­ტა­რამ შვი­ლი 13 წლის არის, მკი­თხა, დე, ხომ არ მოკ­ვდე­ბი, უფ­რო­სი შვი­ლი 21 წლის არის, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, მე­გობ­რე­ბი ვართ.

ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ამას არა­სო­დეს ვამ­ჟღავ­ნებ. ვკლავ, სა­დღაც ვაგ­დებ, უკან. არა­ფე­რი არ ხდე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის გა­რე­შე, ეს ჩემი „ვირუ­სიც“ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა­ში ჯდე­ბა. რა­ღაც უნდა მას­წავ­ლოს. ჩემს შვი­ლებს ვე­ფე­რე­ბო­დი როცა ეძი­ნათ, არ ვაძ­ლევ­დი ემო­ცი­ებს გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას.

ნინო იყო უხე­ში, არა­რო­მან­ტი­კუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქალი. რო­გორც კი უარი თქვა სხე­ულ­მა ამ პერ­სო­ნა­ჟის თა­მაშ­ზე, იმ წუ­თას გაჩ­ნდა კიბო. რაში მჭირ­დე­ბო­და პო­პუ­ლა­რო­ბა, რა, ბო­მონ­დურ „ტუსოვ­კებ­ზე“ დავ­დი­ო­დი, პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ზე? რო­გო­რი დრო­ის ხარ­ჯვაა, სხვა რა­მით ჩა­ა­ნაც­ვლე, იო­გით და­კავ­დი, ერთი ფურ­ცლით მეტი წა­ი­კი­თხე, ერ­თით მეტი ენა ის­წავ­ლე. ორ თვე­ში ტვინ­მა და­ის­ვე­ნა.

ერ­თა­დერ­თი რა­ზეც ჩა­ვი­ციკ­ლე, ადრე გა­ცი­ლე­ბით უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო რო­გო­რი კომ­ბი­ნე­ზო­ნი მეც­ვა, ვიდ­რე რო­გორ ჯან­საღ საჭ­მელს ვჭამ­დი. ახლა ჩატ­ჯი­პი­ტის ვე­კი­თხე­ბი ყვე­ლა­ფერს ჯან­საღ კვე­ბა­ზე. ორი მკერ­დი მო­ვიკ­ვე­თე, ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე, იმა­ზე ში­შით, რომ არ მინ­და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჩავ­სვა ჩარ­ჩო­ში, რომ რე­ცი­დი­ვის ში­შით ვი­ცხოვ­რო, თუმ­ცა არ იყო ამის სა­ჭი­რო­ე­ბა.