“მეც არ მჯეროდა, რომ ეს ვირუსი არსებობდა“

370

ლუდმილა ანუა კორონავირუსით გარდაცვლილი მეოცე პაციენტია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი და მკურნალობას ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა.

ვირუსის დადასტურების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მან თავად დაწერა:

„მეგობრებო, გაუფრთხილდით თავებს, ინფექცია ჩვენ შორის დაიარება. არც მე მჯეროდა, რომ ეს ვირუსი არსებობდა, მაგრამ გუდაუთაში აღმოვჩნდი“, – წერდა ინფიცირებული.