როგორ გამოეხმაურა კვარაცხელია პსჟ-დან დონარუმას წასვლას

211

პსჟ-ის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა გუშინ ემოციური პოსტით დაემშვიდობა. იტალიელი კიპერის “პარკ დე ფრანსიდან” აბარგება გადაწყვეტილია და სავარაუდოდ, ის მანჩესტერ “სიტის” მიაშურებს. 

Instagram-ზე გავრცელებულ მის პოსტს არაერთი პსჟ-ის ფეხბურთელი გამოეხმაურა და რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ, რომელსაც დონარუმასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აკავშირებს

“Grazie per tutto fratello (ყველაფრისთვის მადლობა,ძმაო!)”, – დაუწერა კვარაცხელიამ დონარუმას იტალიურად. მის კომენტარს 10 000-ზე მეტი მოწონება აქვს.