მამა პეტრე კოლხი საზოგადოებას მიმართავს

996

მამა პეტრე კოლხი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ცნობილი სასულიერო პირია და სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.

მამა პეტრეს ფეისბუქგვერდზე ვრცელდება მიმართვა, სადაც ერთ-ერთი ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობაა აღწერილი.

„ვისაც დახმარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, გააზიარეთ და გაავრცელეთ. ჩემო ძვირფასებო, ჩვენი გვერდით დგომა და სიყვარული სჭირდება სოფელ წითელ გორში (ულიანოვკა) მცხოვრებ დუმბაძეების ოთხსულიან ოჯახს. მეგობრებო, მათ უკიდურესი გაჭივრება აქვთ. ოჯახში ცხოვრობენ ოთხნი; მშობლები და 2 მცირეწლოვანი – უფროსი 6 წლის თამთა და უმცროსი 3 წლის მარიამი… მამას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლია. დედა კი ბავშვებს ვერ ტოვებს მარტოს. როცა პატარებთან მივედით, პირობები უკიდურესად მძიმე დაგვხვდა… სახლს ჩამოვარდნილი აქვს კარი, არ აქვს ფანჯრები და იატაკი… ბავშვებს არ აქვთ საკვები, წამლები, საწოლი, სკამი და სხვა საჭირო ნივთები… წარმოიდგინეთ, პატარებს, ძველ, დაჟანგებულ „სეტკის“ საწოლზე სძინავთ ლეიბის გარეშე…

მეგობრებო, „შენობაში“, სადაც ბავშვები ცხოვრობენ, წვიმის დროს ზუსტად ისე ჩამოდის წყალი, როგორც გარეთ… ქარის დროს კი კედლის ნარჩენები ისე ზანზარებს, ბავშვებს გულს უხეთქავს.

ძვირფასებო, პატარების ასეთ გაუსაძლის პირობებში ვერ დავტოვებთ, ძალიან მალე აცივდება და დიდია ალბათობა, დაშლილმა სახურავმა ვერ გაუძლოს, ჩაინგრეს და პატარები ნანგრევებში მოიყოლოს. ჩემო ძვირფასო და კეთილო ადამიანებო, ჩვენ გადავწყვიტეთ, თამთას და მარიამს ახალი ოთახი ავუშენოთ და ზამთრამდე ახალ შენობაში გადავიყვანოთ. ჩვენ არ გვეშინია ფიზიკური შრომის, ჩვენი ხელით გავაკეთებთ ყველაფერს.

კეთილო ადამიანებო, თამთას და მარიამს ძალიან სჭირდება ჩვენი თანადგომა. გთხოვთ, ყველას, უმორჩილესად გთხოვთ, გულთან მიიტანეთ ბავშვების მდგომარეობა და დაეხმარეთ ამ პაწაწინა, საყვარელ გოგონებს, რომ უკეთესი ცხოვრების და მომავლის შანსი მიეცეთ. ვიჩუქებთ ყველაფერს, რასაც გაიმეტებთ ბავშვებისთვის – ტანსაცმელს, სათამაშოებს, საწოლებს, ლეიბ/საბანს და რაც ყველაზე მეტად გვჭირდება სამშენებლო მასალას.

თუ ვინმეს გაქვთ მორჩენილი სამშენებლო მასალა, ცემენტი, ბლოკი და გაიმეტებთ, უმორჩილესად გთხოვთ, გვაჩუქეთ.

მეგობრებო, ბავშვების დაბინავება ზამთრამდე უნდა მოვასწროთ… მალე აცივდება და „შენობას“, სადაც ცხოვრობენ, ვერ ათბობს შეშის ღუმელი… ბავშვები ზამთარს ვერ გაუძლებენ, გაიყინებიან.

აქ დავწერ ანგარიშის ნომერს, რომ პატარებს სამშენებლო მასალის თანხა მოვუგროვოთ. დანიშნულებაში მიუთითეთ #დუმბაძეებისოჯახს

თიბისი – ბანკი, ანგარიშის ნომერი: #GE47TB7349445061100027

საქართველოს – ბანკი, ანგარიშის ნომერი : #GE90BG0000000162149143GEL

მიმღები ეკატერინე თოფურია, პირადი 60001049837

მისამართი: ლაგოდეხის რაიონი სოფელი წითელი გორი (ულიანოვკა), ბავშვების დედა მაყვალა დუმბაძე“.