“ჩვენი ტესტები დადებითია, მაგრამ როგორც აგვიხსნეს, ზღვარზეაო”

1,144

ჟურნალისტი ვიკა ბუკია საკუთარ და მისი მეუღლის, ლევან გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.

„ჩვენი ტესტები დადებითია, მაგრამ როგორც აგვიხსნეს, ზღვარზეაო. ანტისხეულები წამოვიდა და შემდეგ ტესტს უფრო დამაიმედებელს ელოდებიან. ჩემი ანთებაც კიდევ ანთია.

ქვემოდან ზემოთ წამოვიდა. ზემოთ ახალი კერები გაჩნდა. კარგი იქნებოდა ეს ახალი კერები არ გაჩენილიყო, მაგრამ სამაგიეროდ ქვემოთ უკეთესობააო – და ეგ არის ახლა კარგიო. ამაზე იფიქრეო. კაი ბატონო. იყოს ეგ კარგი ამბავი. ვიფიქრებ ამაზე.

ლევანის ანთება უკეთესობისკენაა, ინტენსივობამ იკლო, უკეთაც გრძნობს თავს.

გულ-მკერდში ორმო ისევ მაწუხებს. ასევე უენერგიობა. ვირუსი უნდა გამოვიდეს მთავარია. ეგ სანამ იქ ზის, თავისას შვრებაო. მე მგონი პირველივე კარგი ამბავი რომ მექნება, ფსიქოლოგიურად მომეშველება გადავლახო ეს განწყობა,“- წერს ბუკია.