“მანქანაში ნიშნობის ბეჭედი იპოვეს, რჩეულისთვის ხელი უნდა ეთხოვა…“

100

28 წლის ცოტნე ნაჭყებია, რომელიც კრაზანის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში  დაკრძალეს.

როგორც გაირკვა, ცოტნეს მანქანაში ნიშნობის ბეჭედი იპოვეს, მას რჩეულისთვის ხელი უნდა ეთხოვა.

შემთხვევა 27 აგვისტოს მოხდა. ახალგაზრდა ბიჭი სასწრაფო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავდა, თუმცა იგი გზაში გარდაიცვალა.