„ჩემო საფიცარო, ნეტა იცოდე როგორ მენატრები!“

120

ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.

ამჯერად ნინი პოსტს ავრცელებს, სადაც გარდაცვლილ დედას დაბადების დღეს ულოცავს.

“გილოცავ ჩემო საფიცარო დედიკო 76-ე დაბადების დღეს, ნეტა იცოდე როგორ მენატრები! ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️🥹🥹🥹🥹“, – წერს ნინი შერმადინი.