გარდაცვლილი ჯაბა ბოჯგუას დედა, მანანა გვასალია, სოციალურ ქსელში, წერს:
“არ შეიძლება, რომ დედები აცილებდნენ შვილებს…
შვილის სიცოცხლე ძალიან, ძალიან ტკბილია და არანორმალურად ვიბრძოლე მის შესანარჩუნებლად…..
ჩემზე წერთ ძლიერიაო, მაგრამ დამიჯერეთ ეს ძალა თქვენ მაპოვნინეთ….ცოცხალი რომ ვარ, მიკვირს…..თუმცა ჩემი სიცოცხლე ზუსტად ვიცი, თქვენი დამსახურებაა…. 12 წლის განმავლობაში რამდენმა ადამიანმა მაჩუქა თავიდან ჯაბა….. სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები და სიკვდილის მერეც ამ ადამიანების…
მადლობა ყველა კომენტარისთვის, თქვენი თბილი სიტყვები გვაძლიერებდნენ მე, დედაჩემს და ჯაბას იმ პერიოდშიც და ახლაც ასეთ დღეებში…. მადლობა რომის ქართული სამრევლოს წინამძღვარს – მამა იოანეს (ხელაია), წმ.თამარ მეფის ტაძრის წინამძღვარს- მამა ანტონს და მრევლს, სულიერი და ფიზიკური თანადგომისთვის, თქვენ ხართ საუკეთესო მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ღვთისმსახური….
მადლობა მართლაც საამაყო სამეზობლოს. სიკეთეში გადამეხადოს….მადლობა ემიგრანტებს, თქვენს ოჯახებს ღმერთი დაგიბრუნებთ ამ სიკეთეებს აუცილებლად….
მადლობა ჯაბას ექთანს, 12 წლის განმავლობაში ყოველდღიური ენით აუღწერელი თანადგომისთვის….მადლობა საქველმოქმედო კონცერტების ორგანიზატორებს და მონაწილეებს …მასმედიის წარმომადგენლებს…..მადლობა ქალაქ თბილისის მერიას, გლდანის და კრწანისის მუნიციპალიტეტებს… მადლობა იმ ადამიანებს, ვინც არ ისურვეს ვინაობის გამხელა და ჩუმად ჩაიდინეს საოცარი სიკეთეები…. მადლობა ყველას და სათითაოდ – მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს …,არ დავიღლები თქვენთვის კეთილი სიტყვებისა და სურვილების გამოგზავნით….
მინდა, ჯაბას სახელი სამუდამოდ გაგრძელდეს მისი სიმღერების სახით….გმადლობთ, გმადლობთ ადამიანებო…..”, – წერს მანანა გვასალია.