“ ნავთლუღის ბაზარში ხშირად როცა რამეს ვყიდულობ, სუსანა ან დოდო, ან იზო, ან გოჩა დახლის ქვეშიდან პარკს გამოაცოცებს და გადმომცემს, ამას წინად გუგა იყო, შენთვის იყიდა და დაგიტოვა”

172

ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში მისი და გუგა კოტეტიშვილის მეგობრობის შესახებ წერს.

””გინდა იყო ბედნიერი? იყავი!!”
გადაფსკვნილი მეგობრები არ ვართ, ასე ხანდახან შემოივლის ძაღლით, გამიხარდება მისი დანახვა, დავსხდებით, ხაჭაპურს და ჩაის მივართმევ, მოვყვებით ამ მთის, იმ მთის და მალევე წავა. პატივს ვცემ მის ნიჭიერებას, გემოვნებიანია..
უცნაურად მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ ვურთიერთობთ, ნავთლუღის ბაზარში ხშირად როცა რამეს ვყიდულობ, სუსანა ან დოდო, ან იზო, ან გოჩა დახლის ქვეშიდან პარკს გამოაცოცებს და გადმომცემს, ამას წინად გუგა იყო, შენთვის იყიდა და დაგიტოვა. ზოგჯერ მეც მიყიდია და დამიტოვებია წვრილმანი, თუ ვიცი რომ მას ჩემზე უფრო სჭირდება და გაუხარდება.
“გინდა იყო ბედნიერი?
იყავი!!!!””

“გინდა იყო ბედნიერი? იყავი!!”
გადაფსკვნილი მეგობრები არ ვართ, ასე ხანდახან შემოივლის ძაღლით, გამიხარდება მისი დანახვა,…

Posted by Zurab Shevardnadze on Tuesday, September 2, 2025