“იმ ნაცებთან მაქვს საქმე, რომლებიც პროტესტის ტალღაში ჩასაწერად მიკროფონზე ჭიდაობდნენ და სცენიდან გვიკითხავდნენ ტირადებს”
თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელით “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს მიმართავს:
“ნაცებისგან მინდა მინიმალურად მწყობრი პასუხის მოსმენა იმაზე, რატომ ითხოვდნენ პროპორციულ არჩევნებს, თუ გამარჯვების გზად მიშას და ვანო მერაბიშვილის დაწერილი ერთიანი სია მიაჩნდათ.
პროპორციული არჩევნები, თავისი არსით, ნიშნავს ბევრი პარტიის მონაწილეობას არჩევნებში.
პროპორციული არჩევნები იყო გზა, თამაშგარეთ დარჩენილი ამომრჩეველი, თამაშში შემოგვეყვანა და საარჩევნო აქტივობა გაგვეზარდა.
სააკაშვილთან ეს კითხვა არ მაქვს – იმან თავიდანვე სულელებად და მოსყიდულებად გამოგვაცხადა ყველა, ვინც პროპორციულს ვითხოვდით.
მე იმ ნაცებთან მაქვს საქმე (ხატია დეკანოიძე, სალომე სამადაშვილი, თინა ბოკუჩავა და ა. შ.), რომლებიც პროტესტის ტალღაში ჩასაწერად მიკროფონზე ჭიდაობდნენ და სცენიდან გვიკითხავდნენ ტირადებს პროპორციულის მნიშვნელობაზე.
განმარტონ – რატომ ითხოვდნენ პროპორციულ არჩევნებს თუ გამარჯვების ფორმულად ერთიანი სია მიაჩნდათ.
სალომე სამადაშვილი იმალება.
ეგებ სხვამ გვიპასუხოს.” – წერს ჩერგოლეიშვილი.