მატილდა გვარლიანი 2002 წლის 24 დეკემბერს დაიბადა. ის იყო პირველი ქართველი მოდელი, რომელიც Victoria’s Secret-ის შოუზე გავიდა, ასევე პირველი ქართველი მოდელი, რომელიც Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა.
მატილდა გვარლიანმა თავდაპირველად სამოდელო აგენტის ძებნა 12 წლის ასაკში დაიწყო, მაგრამ უთხრეს, რომ მაშინ დაბრუნებულიყო, როდესაც საკმარისად დიდი გახდებოდა. მალევე იგი Look Models Management-მა აღმოაჩინა, რაც მისი სამოდელო კარიერის დასაწყისი იყო.
მატილდა გვარლიანს დიდი ოჯახი აქვს – ჰყავს მშობლები, ბებია-ბაბუები, და-ძმა. მატილდას ძმა დავით გვარლიანია, რომელსაც საჯაროდ გამოჩენა არ უყვარს. თითქმის არ სარგებლობს სოციალური ქსელებითაც და მის ფოტოებს მხოლოდ მატილდას გვერდზე თუ შეხვდებით.
მატილდას ასევე ჰყავს უმცროსი და – სესილი გვარლიანი, რომელიც ჯერ სკოლის მოსწავლეა, თუმცა უფროს დასთან მსგავსების გამო მასაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. სესილი მართლად საოცრად ჰგავს მატილდას, აქვს დამახასიათებელი გარეგნობა, მხიარული და ლაღი ბუნება. მის ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ ოჯახის წევრები და, დის მსგავსად, სესილიც უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.