ქართული ქორწილი ჟენევაში – მარიამ შარმანაშვილმა და კარლო პონტიმ ხელი ოფიციალურად მოაწერეს

169

მარიამ შარმანაშვილის და კარლო პონტი უმცროსის ქართული ქორწილის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა. მაშინ როცა ჯერ კიდევ ქართული ქორწილი იყო განხილვის საგანი, წყვილმა მეორე ქორწილი, ხელის მოწერის ცერემონია გადაიხადა. ცერემონია არა იტალიაში, არამედ ჟენევაში გაიმართა. 

ქორწილის ფოტოები მარიამმა სოციალურ ქსელში გააზიარა და უამრავი თბილი კომენტარი დაიმსახურა. სწორედ კადრებიდან ვიგებთ, რომ ქორწილს მარიამის შვილიც და სოფი ლორენიც ესწრებოდა.