მოდელი თამო ვაშალომიძე 2 თვეში მეორე შვილის დედა გახდება.
მან აგურისფერ ულამაზეს კაბაში იპოზიორა და მიმდევრების გული სოციალურ ქსელში კიდევ უფრო მეტად დაიპყრო.
პირველი შვილი სოფია მას 2018 წლის 10 თებერვალს შეეძინა, ახლა კი სულ რაღაც 2 თვეში ბიჭის დედაც გახდება.
მისი ახალი რჩეული ბიზნესმენი აკა სამხარაძეა, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს, თამო შვილს სავარაუდოდ სწორედ აკასგან ელოდება.