“როცა ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი იმაზე ფიქრით უნდა ყოფილიყო დაკავებული, რომ ჯერ ომი თავიდან აეცილებინა მშობელი დედისთვის ქონების დაგროვებით იყო დაკავებული“

92

სოციალური ქსელის მომხმარებელი შორენა კოწოწაშვილი გიული ალასანიასთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება.

”გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტისთვის“ შენობის უკანონო პრივატიზების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. იმედია, ობიექტური გამოძიების პირობებში, აგვისტოს მძიმე ომის პერიოდში, როცა ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორია ოკუპაციის ქვეშ მოექცა და არერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უკანონო პრივატიზების შედეგად გასხვისებული ქონება, ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუბრუნდება. იმ დროს, როცა ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი იმაზე ფიქრით უნდა ყოფილიყო დაკავებული, რომ ჯერ ომი თავიდან აეცილებინა, შემდგომ კი, ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენებაზე ეზრუნა, გამოდის, მშობელი დედისთვის ქონების დაგროვებით იყო დაკავებული. მსგავსი უღირსი საქციელით არა მხოლოდ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა გამოიჩინეს თავი, არამედ მიშა-მაქებართა არაერთმა წარმომადგენელმა, რომლებიც 2012 წლის შემდგომ მიყუჩდნენ.”