მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლე გარდაიცვალა: რას წერენ მეგობრები

45

მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლე, ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. ცნობილია, რომ ლაშა ბასლანძე ოჯახის წევრებთან ერთად რამდენიმე დღის წინ იტალიაში გაემგზავრა, საქართველოში კი დღეს დილით დაბრუნდა.

ლაშა ბასლანძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობარმა, ამიკო ჯანელიძემ გაავრცელა:

ლაშა ბასლანძესთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა მომღერალმა ანრი ჯოხაძემაც. 

“ღმერთო, ეს რა უბედურება დაგვატყდა თავს, ეს რა სასჯელია, ვინც გვიყვარს, ესე ნაადრევად რომ მიგყავს შენთან! უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ! ამინ. ძალიან მაგარი ბიჭი აღარ გვყავს, ბასლა!” – წერს სოციალურ ქსელში ზურა ხაჩიძე.

“ლაშიკო, ვერ ვიჯერებ”, – წერს მომღერალი სოფო ბედია. 

“დაუჯერებელი ტრაგედიაა! ნათელში იყოს შენი სული, ლაშა”, – დაწერა პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ. 

ვრცელი წერილი გამოაქვეყნა მომღერალმა ნინი შერმადინმაც: “შენ მოგიკვდი მე! ჩემო სიკეთის ბიჭო! მე რომ მშობლები დამეღუპა, მარიამი თბილისში დამრჩა, უვიზოდ, უმეურვეოდ, ლაშა ბიძამისის პანაშვიდებიდან დარბოდა ჩემთვის ბავშვის საბუთების მოსაგვარებლად, ჩემი ტკივილი უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ვიდრე თავისი… ლაშას დედას კიდევ მილიონი მადლობა ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მე ვიცი და არ ჩამოვთვლი. დავანებოთ სალომეს თავი, რომ ის ჩემი დაქალია, ლაშა  ჩემო ძამიკო, მეგობარო, ამაგიანო და გულიანო ბიჭო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის! რანაირად მატკინე გული. სალომე,როგორ მოვიდე, ან რით განუგეშო არ ვიცი, სანტის და ელენეს რა ვუთხრა”. 

“ჩემო გულიანო და კარგო ბიჭო რა დავწერო… დამადუმა შენმა გარდაცვალებამ…” – წერს მუსიკოსი ნატო გელაშვილი.