“ოჯახი მე არ დამინგრევია” – თამო ვაშალომიძის გულახდილი ინტერვიუ

4,226

თამო ვაშალომიძემ ინტერნეტ-გამოცემა “ზმნას” ინტერვიუ მისცა.

– ამ დატვირთულ საქმიან გრაფიკს პირადი ცხოვრება შეეწირა. რაღაც რაღაცის სანაცვლოდაა. კარიერულ აღმასვლას, შესაძლოა, პირადი შეეწიროს ან – პირიქით.

– ჩემი პირადი, არა მგონია, ჩემს კარიერას შესწირვოდა.

– არ გინდოდა ოჯახის დანგრევა, მაგრამ ასე გამოვიდა…

– ოჯახი მე არ დამინგრევია. კი, ასეა, ფაქტია… რა უნდა გააკეთო? როცა ასე მოხდება, ვერაფერს იზამ.

– ანუ შენარჩუნებას ცდილობდი…

– მართლა არ მინდა ამაზე საუბარი. ერთხელ ვთქვი და დავასრულე. სამუშაოზე ვარ გადართული. უკეთ ვარ, კარგად ვარ. დღის მანძილზე უკვე მეტადაც ვიცინი, ვიდრე – ადრე. ძალიან რთული პერიოდი გადავიტანე. ძალიან დამეხმარა ღონისძიებები, ფესტივალები. საფრნაგეთში, კანის ფესტივალზე ყოფნა იყო ჩემთვის თერაპიული, მერე ფილმის გადაღება… სულ საქმეში ყოფნამ მიშველა. ვცდილობდი ღამეც მემუშავა; რაღაცები სულ მეკეთებინა. განსაკუთრებით ბევრი ღამით მიტირია.