“ელე, უშენოდ როგორ გავაგრძელო ცხოვრება?!”
რუსთავში რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ელენე ბაშარული და თავისი ძაღლი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.
როგორც ცნობილია, ავტოსაგზაო შემთხვევა გადაჭერბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.
გარდაცვლილის ნათესავი მარიამ ბაშარული სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ამხელა ტკივილის გაძლება რთულია.
“ელე, უშენოდ როგორ გავაგრძელო ცხოვრება?!”-წერს გოგონას ახლობელი.