ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის სიყვარულის ამბავი მუსიკით დაიწყო, მუსიკამ დაამეგობრა, შემდეგ კი… ჯერ იყო მოკითხვები, შეხვედრები, ერთად გატარებული საღამოები, შინ მიცილებები და სიტყვა “მიყვარხარ!” სიყვარულს ერთმანეთს დღესაც ხშირად უხსნიან და ასე ერთმანეთის გულებს ათბობენ.
ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის ოჯახმა ფართო საზოგადოების სიყვარული პროექტის “მიმღერე” შემდეგ დაიმსახურა და ამ პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს.
გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ სტუმრები იყვნენ, სადაც ოჯახური ცხოვრების გარდა, ანუკის ცხოვრებაში მომხდარი დიდი სიახლის შესახებაც ისაუბრეს. როგორც მან აღნიშნა, ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, რომლის შედეგადაც 31 კილოგრამი დაიკლო.
„ჩემმა რამდენიმე მეგობარმა მიმართა ქირურგიულ ჩარევას. ამაზე საუბარი ხშირად გვიწევდა. ბევრი არ მიფიქრია და გადავწყვიტე. გელა ცოტას ღელავდა, საუბარია კუჭის რეზექციაზე. თავს მშვენივრად, ბედნიერად ვგრძნობ, 31 კილო დავიკელი. წონის დაკლებას კიდევ ვაპირებ. ეს გელასაც ძალიან მოსწონს“, – აღნიშნა ანუკი ცქვიტინიძემ.