“მინ­და რომ სამი შვი­ლი მყავ­დეს, 8 წლის ხდე­ბა და ხე­ლით არას­დროს შევ­ხე­ბი­ვარ”

80

ყველასათვის საყვარელი იუმორისტი ციაკო ფიფია მალე მეორე შვილის დედა გახდება. ის ბიჭის მოლოდინშია. ცოტა ხნის წინ, ციაკომ “თბილისელებთან” ორსულობაზე ისაუბრა.

“ზოგადად რომ გავიგე, ბიჭს ველოდებოდი, შოკი იყო, რადგან  ჩემი სიმპტომებიდან გამომდინარე, გოგოს უფრო ვფიქრობდი. თან რადგან პირველი ბიჭი მყავდა, მეორე გოგო მინდოდა. იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ გოგო იქნებოდა, სულ გოგოს სახელები მიტრიალებდა თავში, ბიჭის სახელი არც გამივლია გონებაში. ჩემი ქმარი და შვილი ამბობდნენ, ბიჭიაო…

მუცელი მართლა არ მეტყობა, თუ იცის ვინმემ, რომ ორსულად ვარ, რომ შემომხედოს ვერ მიხვდება. კვების მხრივ უპრეტენზიო ვარ, არაფერი მინდება განსაკუთრებული, არაფერზე ვაწუხებ ჩემს ქმარს. ამ მხრივ, ქმრისთვის ძალიან ჯიგარი ორსული ვარ. არც წონა გამქცევია და იმედია, ბოლო თვეებშიც არ მოვიმატებ ბევრს. ჩემი სუსტი წერტილი ცომეულია, თუმცა ვცდილობ საღამოს საათებში თავი შევიკავო და არ ვჭამო,” – ამბობს “თბილისელებთან” ინტერვიუში ციაკო ფიფია.

ამასთან, ციაკომ რამდენიმე თვის წინ “სარკესთან” ისაუბრა ორსულობასა და დედობაზე.

“გოგა და სან­დრო ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან. სხვა­თა შო­რის, მე­გო­ნა, გო­გო­ნა იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ შევ­ცდი. გო­გას და სან­დროს ბიჭი უნ­დო­დათ და მათი ვა­რა­უ­დი გა­მარ­თლდა. მე­სა­მე, ალ­ბათ, გო­გო­ნა იქ­ნე­ბა. მინ­და, რომ სამი შვი­ლი მყავ­დეს.

რაც სკო­ლა­ში წა­ვი­და, პირ­ვე­ლი კლა­სი­დან­ვე მთხოვ­და, და ან ძმა ჰყო­ლო­და, რომ სახ­ლში მას­თან ერ­თად ეთა­მა­შა. რომ გა­ი­გო, მალე ძა­მი­კო ეყო­ლე­ბა, ძა­ლი­ან გა­ი­ხა­რა. მუ­ცელ­ზე მე­ფე­რე­ბა, მკოც­ნის, მე­უბ­ნე­ბა, რომ ელო­დე­ბა მის და­ბა­დე­ბას. მეც ვე­უბ­ნე­ბი, შენ და ბე­ბომ უნდა გა­ზარ­დოთ-მეთ­ქი და თა­ნახ­მაა, ბე­ბი­ას ყვე­ლა­ფერ­ში და­ვეხ­მა­რე­ბიო.

სან­დროს თუ შე­ნიშ­ვნას ვაძ­ლევ, ხან­და­ხან მე­უბ­ნე­ბა, “მკაც­რუ­ლი” დედა ხარო. 18 სექ­ტემ­ბერს 8 წლის ხდე­ბა და ხე­ლით არას­დროს შევ­ხე­ბი­ვარ. თუ არ გა­მი­გო­ნა, ვსჯი, ანუ შე­იძ­ლე­ბა სად­მე არ წა­ვიყ­ვა­ნო. რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი ბავ­შვო­ბი­დან­ვე უნდა მი­ვაჩ­ვი­ოთ. მინ­და, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლიც იყოს და მშრო­მე­ლიც”, – ამბობდა ციაკო.