“დედამ დღეს გაიგო ჩემს ძმას რომ კორონა ჰქონდა… არც ერთი არ წავიდა კლინიკაში და ყველა გადარჩა “

400

ჟურნალისტ მანანა მანჯგალაძის ძმამ, რომელიც ექიმია, კორონავირუსი თავადაც დაამარცხა და მის დამარცხებაში ბევრს დაეხმარა.

მანჯგალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ძმის ინფიცირების შესახებ, მხოლოდ ახლა გაიგო დედამ.

„დედამ დღეს გაიგო ჩემს ძმას რომ კორონა ჰქონდა. გავიარე ქარი, ცეცხლი, დამაყენეს კუთხეში და აღარ გამომიყვანეს…. რომ იცოდეთ, რა ძნელია შორს რომ არის და ნახევარზე მეტს არ გეუბნება, ურეკავ და პასუხად გიბრუნებს: კარგად ვარ, არაფერი არ მჭირს და ამ დროს ყველა ეტაპი გაიარა: სისუსტე, სიცხე, კონიუქტივიდი, გემო-სუნის დაკარგავა, სუნთქვის უკმარისობა, ხველება… დიდხანს დარჩა ვირუსი ორგანიზშმი 5 კვირის განმავლობაში და ამის პარარლელურად 50-მდე კოვიდიანს უვლიდა. 
ზაზა ექიმია, იტალურმა კომპანიამ ბაზა ჩაკეტა და ინფიცირებულითა კლინიკებში არ გადავიდნენ. დარჩნენ “ზაზა ექიმთან” ყველაფერი კარგად დამთავრდა, მე კი გავილახე დღეს. ახლა რა მარტივად ვწერ არადა, რა გავიარეთ“, – წერს სოციალურ ქსელში მანანა მანჯგალაძე.