”მასწავლებელი წავიდა, გამიჭირდა ამ ფრაზის დაწერა“

68

გოდერძი შარაშია ელდარ მდინარაძის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

მასწავლებელი წავიდა <3 (გამიჭირდა ამ ფრაზის დაწერა)

სანამ ვარ მემახსოვრება რომ მისი მადლიერი ვარ <3

ერთხელ დამიბარა, მაშინ ახალი ამბების რეპორტიორი ვიყავი. მითხრა საბერძნეთში, ათონის მთაზე გიშვებ და დოკუმენტური ფილმი გადაიღეო. ვუთხარი რომ არ გამომივიდოდა, რადგან გამოცდილება არ მქონდა. ერთი კვირა ყოველ დღე შევდიოდი და ვეუბნებოდი რომ არ გამომივიდოდა და ტყუილად დახარჯავდა თანხებს ტელევიზია ჩემს მივლინებაში. მოკლედ არაფერმა გაჭრა და გამიშვა.
რა გამომივიდა სხვა საქმეა, მაგრამ დამეხმარა სცენარში, გახმოვანებაში, მონტაჟში მაშინ პირველად გავიგე სიტყვა “გაჭარი”
რამდენიმე წლის წინ გურიაში ვარ გადაღებაზე და მირეკავს, მოვდივარ უნდა გიყურო როგორ იღებო. მოვიდა გაუხარდათ გურულ მასპინძლებს მისი დანახვა. იქვე ეზოში სუფრა გაშალეს და იქ მასპინძლებს მოუყვა ასეთი ამბავი: ” გიორგი კალანდიამ დაიწყო დოკ. ფილმების გადაღება და ვიფიქრე მოდი შარაშიასაც მივცემ შანს აბა რა გამოუვაო. ერთი კვირა შემოდიოდა, აპროტესტებდა და მე არ ვუსმენდი, ვეუბებიდი წადი გამოგივაო 🙂

ასეთი ადამიანები იშვიათად მინახავს <3 მადლობა ბატონო ელდარ :(”