“ის ხალხი ვინც დღეს ნაკრებს პოლიტიკური ნიშნით აკრიტიკებს, გამარჯვების შემთხვებაში ჩვენზე მეტად ამოიგლიჯავენ უგულო, ჩამპალ გულს”
ტელეწამყვანი ნიკა გაბელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ეს კი არა, კატასტროფული მდგომარეობა რომ იყო და უკლებლივ ყველასთან ვაგებდით, მაშინ არ მიგვიტოვებია ეროვნული ნაკრები და ახლა, ამ სიტუაციაში როცა ტვინში გამარჯვების ციმციმა აანთეს, მითუმეტეს არ შევაქცევთ ზურგს !!!! ჩვენ, იმ თაობის გულშემატკივრები ვართ, ფეხბურთელთა გვარების გვერდით რუსული თუ უკრაინული გუნდები რომ ჭარბობდნენ !!! არაუშავს, ამასაც დავძლევთ და უფრო ძლიერნი დავბრუნდებით ❤️ იცოდეთ, ის ხალხი ვინც დღეს ნაკრებს პოლიტიკური ნიშნით აკრიტიკებს, გამარჯვების შემთხვებაში ჩვენზე მეტად ამოიგლიჯავენ უგულო, ჩამპალ გულს, ალბათ მაგასაც სხვის დასანახად გააკეთებენ, თორემ თვითონ არც ფეხბურთი აინტერესებთ და არც ნაკრების წარმატება.. მათ უფრო ის აინტერესებთ თუ რა სახის პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს ესა თუ ის ფეხბურთელი !!!!🤷🏻
საქართველოს ნაკრებს გაუმაჯოს !!! და ყველა იმ გულშემატკივარს ვინც ასე ერთგულად ემსახურება ყველაფერს ეროვნულს !!!!”
