“ძვირფასო სომხებო, ლორეც ისტორიული ქართული მიწა იყო, სანამ ბოლშევიკები მას თქვენ გაჩუქებდნენ. და რა ვქნათ ახლა-ომი დაგიწყოთ?”
მაია ორჯონიკიძე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ სამხედრო დაპირისიპირებას ეხმიანება და სომხებს მიმართავს.
“ძვირფასო სომხებო, ლორეც ისტორიული ქართული მიწა იყო, სანამ ბოლშევიკები მას თქვენ გაჩუქებდნენ. და რა ვქნათ ახლა-ომი დაგიწყოთ? იქნებ დაოკდეთ და პატივი სცეთ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპს,რომელიც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების საზღვრებს 1991 წლის მდგომარეობით არსებულ ფარგლებში ცნობს? პლანეტაზე ისტორიული მიწების აღდგენის პროცესი რომ დაიწყოს-მთელი მსოფლიო უნდა დაერიოს ერთმანეთს!
ყველას ესმის ეს და ნუთუ მხოლოდ თქვენ არ გესმით?
ან იქნებ მხოლოდ თქვენ გენანებათ დაკარგული ისტორიული მიწები?
მთელი ისტორიული ქართული საინგილო (ჰერეთი) აჩუქეს მოღალატე ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს-კახი,ბელაქანი,ზაქათალა და რა ვქნათ ახლა?!
ნუთუ არ გეცოდებათ ახალგაზრდა სომეხი ჯარისკაცები,რომელნიც საუკუნოვანი ბეცი სომხური პოლიტიკის სამსხვერპლოზე მიგყავთ უკვე მერამდენედ?!
ნუთუ ვერ ხვდებით იმას,რომ 1988 წელს რუსეთმა ყარაბაღის ანკესზე წამოგაგოთ და მთელი ერი მისი “გათიშე და იბატონე” დევიზის მძევლებად გაქციათ?! ნუთუ საღად მოაზროვნე ერთი პოლიტიკოსიც არა გყავთ,რომელიც სომეხ ხალხს აუხსნის რა თვითგანადგურების გზას ადგას 30 წელზე მეტია სომხეთის სახელმწიფო რუსეთის მარიონეტობითა და მისი ბინძური იმპერიული გეოპოლიტიკური თამაშის მძევლობით?!
შეწყდეს სისხლისღვრა,აღიარეთ საერთაშორისო კანონები და ამით უამრავ სომეხ მოქალაქეს გადაარჩენთ,სახელმწიფოზე რომ არაფერი ვთქვათ! აღიარეთ საერთაშორისო იურისდიქცია,მიიღეთ ყარაბაღის ტერიტორიაზე სომეხი მოსახლეობის სიცოცხლისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების საერთაშორისო ხელშეკრულებით გამყარებული გარანტიები და შეწყვიტეთ ომი!”– წერს მაია ორჯონიკიძე.