“ერთმა ესეც კი დამიწერა, – რა გაგიკვირდათ, ბებიაჩემიც ასე მიმართავდაო”

73

ჟურნალისტი სოსო ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”სრულიად უწყინარი შენიშვნა დავუწერე ზურაბ(გარდენია) შევარდნაძეს:
„შეუძლებელია, ანა კალანდაძეს ვინმესთვის ასე მიემართა: „წამომყევით, ყმაწვილო”…
***
და წამოვიდა ლანძღვის კორიანტელი.
არ მეგონა, თუ ამ დონის მრევლი(ანუ ბაბლი) ჰყავდა.
ერთმა ესეც კი დამიწერა, – რა გაგიკვირდათ, ბებიაჩემიც ასე მიმართავდაო(?!)…
***
ღიად მლანძღავენ, პირადში (მესენჯერში) კი – პირიქით.
ერთმა მომწერა: „ეგ რა არის, ტელევიზორში რომ თქვა, ეს სერვიზი ბებიაჩემის ნაქონიაო, ჩემი ნაცნობისგან იყიდა, ერთი თვის წინათ.”
***
ასეთი ტყუილები ნაკლებად მაღელვებს.
ეს კი აუცილებლად უნდა ითქვას:
სოფელი კარგია სოფელში.
ქალაქში ქალაქი უნდა იყოს.
ქალაქში სოფელი არ უნდა ჩამოიტანო.
დიალექტიც იქ უნდა იყოს, თავის ბუნებრივ გარემოში და, რა თქმა უნდა, ლიტერატურაში, პერსონაჟის დამახასიათებელ შტრიხად.
***
ამის შესახებ, თავის დროზე, მწვავე სტატია გამოაქვეყნა თამაზ ჭილაძემ.
თავის დროზე, ანუ მაშინ, როცა რიყეზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმოსადგენად, შესაბამისი სახლები ჩადგეს.
ეთნოგრაფიული მუზეუმი, რა თქმა უნდა, სულ სხვაა და ერის საგანძურია.”