“მაპატიე რომ ადამიანები, რომლებიც ჩემთვის ძვირფასები არიან, ვერ დავკარგე” – ვის პასუხობს ნუცა თოფურია

53

ნუცა თოფურიას გრანდიოზულ დაბადების დღეს ისე არ ჩაუვლია, რომ ნეგატიური გამოხმაურება არ ჰქონოდა. მომღერალთან Monograph-ში ბევრი ცნობილი სახე იყო დაპატიჟებული. იცეკვეს, იმღერეს, იმხიარულეს და მეორე დღეს, როცა უკვე ვიდეოებმა სოციალურ ქსელებში გავრცელება დაიწყო, ქვეშ გაჩნდა კომენტარები: აქციაზე რომ დადიოდი და ამბობდი, ხალხის გვერდით ვარო, ახლა დაბადების დღეზე მთელი “საქოცეთი” რატომ გყავდა დაპატიჟებული? ეს ორმაგი სტანდარტი არ არის?

ნუცა კი ერთ-ერთ კრიტიკულ კომენტარს ასე პასუხობს: “…მაპატიე, რომ ადამიანები, რომლებიც ჩემთვის ძაააალიან ბევრი წელია ძვირფასები არიან და ოჯახის წევრებივით არიან, ვერ დავკარგე.”

ნუცა თოფურია