მომღერალი ბარბარა სამხარაძე, რომელიც პირველად პროექტ “ნიჭიერიდან” გაიცნო საზოგადოებამ, კვლავ ყურადღების ცენტრშია.
2 წლის წინ, ბარბარამ ბარიატრიული ოპერაცია ჩაიტარა. ამბობს, რომ ამის შემდეგ მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუმცა ეს ცვლილება და სიამოვნება მაშინვე არ მოსულა.
ბარიატრიიდან 2 წლის შემდეგ საკუთარი გამოცდილების შესახებ ბარბარა სამხარაძემ გადაცემაში „სხვა ნანუკა“ ისაუბრა.
„სიამოვნება წონის კლებით ძალიან გვიან დავიწყე, რადგან პირველ ეტაპზე ასე უცბად ჩემი ჩანაფიქრის განხორციელება დეპრესიას დაუკავშირდა.
6-7 თვეში დავიკელი 40 კგ და მივხვდი, რომ ეს ის არ იყო რასაც ველოდებოდი. მოგვიანებით მივხვდი, რომ წონა არაფერ შუაშია და ჭარბწონიანი ადამიანისთვის ყველაფერი წონას, აღქმის გამო უკავშირდება.
მეშინოდა, რომ გახდომის შემდეგ სხვა ადამიანი გავხდებოდი. გარკვეული პერიოდი ფსიქოთერაპევტთან სიარულიც დამჭირდა.
ახლა ყველაფერი შეიცვალა….
გენეტიკურად მაქვს ასეთი აღნაგობა, მსხვილი და მძიმე ძვლები მაქვს. თუმცა ჩემი ახლანდელი წონა მისაღებია. ისევ ჭარბწონიანად ვითვლები, მაგრამ ეს კილოგრამები ჯანმრთელობის პრობლემებს აღარ მიქმნის. ადრე გარეთ გასვლა არ მიყვარდა და ახლა შემიყვარდა, ფეხით ბევრს დავდივარ. მაშინ ხალისი არ მქონდა. კომპლექსები მაწუხებდა, დაბალი თვითშეფასება მქონდა“, – იხსენებს მომღერალი.