“700 ლარი წინასწარ გადამახდევინა, კაბის შეკერვა არც კი დაუწყია…”

52

ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი ორი დღის წინ შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს. რო­გორც Ambebi.ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, დი­ზა­ი­ნერს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით ორი თვის ვა­დით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გუ­შინ სა­ღა­მოს გა­ი­მარ­თა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ეხე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას. და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვილს ბრალ­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლი აქვს სსკ-ის 260-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით.

სუ­ლი­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ცნო­ბილ­მა ტი­კტო­კერ­მა Itsmariamna-მ სკან­და­ლუ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ამ­ბობს, რომ ის დი­ზა­ი­ნე­რის „ბოლო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია“.

მისი თქმით, სუ­ლი­კაშ­ვი­ლი მას „არარ­სე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის სა­ნაც­ვლოდ“ სთხოვ­და ფულს:

“ასო­ბით ასე­თი „ქე­ი­სი“ აქვს. მას შემ­დეგ, რაც ეს ფაქ­ტი სა­ჯა­რო გავ­ხა­დე, მან ჩემს მი­მართ მუ­ქა­რა და შან­ტა­ჟი სცა­და…. ისიც იცო­და, რომ ამ ეტაპ­ზე ვარ ორ­სუ­ლად. თუმ­ცა, არა­ფერ­მა შე­უ­შა­ლა ხელი ჯერ თაღ­ლი­თო­ბა­ში, ხოლო შემ­დეგ შან­ტაჟ­ში და მუ­ქა­რა­ში. მისი ქცე­ვე­ბი ალ­ბათ ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით აიხ­სნე­ბა. ცალ­სა­ხად სა­ში­შია მისი გა­რეთ ყოფ­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ბო­რო­ტად იყე­ნებს ყვე­ლას მის გარ­შე­მო და საკ­მა­ოდ ვრცელ კავ­ში­რებს, რო­მე­ლიც მისი „აღ­მას­ვლის“ პე­რი­ოდ­ში მო­აგ­რო­ვა!“