ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილის ოჯახური დუეტი „ლეონი“ სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობენ, მათი გამოჩენა ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს საზოგადოებაში. ისინი ხშირად აქვეყნებენ ერთმანეთის შესახებ პოსტებს თუ ოჯახურ კადრებს. ამჯერადაც მორიგი პოსტი გაავრცელეს, რომელიც ბავშვს ეხება.
მათ მომავალი ბავშვის სქესი გაიგეს.
როგორც გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, მათი მომავალი შვილი ბიჭია.
„ჩვენი პატარა საოცრება უკვე ვიცით ვინ არის“,– წერენ სოციალურ ქსელში.