“როცა გავიგე რომ დააკავეს, გავიფიქრე იქნებ ასე გადარჩეს-თქო”

9

ნანუკა ჟორჟოლიანი დათუნა სულიკაშვილის დაკავებაზე წერს:

“დათუნა სულიკაშვილი იყო მომხმარებელი.იმდენად მძიმე იყო მისი მდგომარეობა, როცა გავიგე რომ დააკავეს, გავიფიქრე იქნებ ასე გადარჩეს-თქო. ის რომ კანონით 1 გრამი დიდი რაოდენობა ყოფილა არ ნიშნავს ნივთიერების რეალიზაციას. რეალიზაცია კი არა, ყველა მისი ახლობელი, მეგობარი და ნაცნობიც კი განახებთ მესიჯებს რომ მუდამ ფულს ითხოვდა.მე ვგულშემატკივრობ დათუნას. რადგან ზუსტად ვიცი როგორ არ უჯერებდა მეგობრებს მკურნალობაზე და ისიც ზუსტად ვიცი რომ მისი ცხოვრება მძიმედ დასრულდებოდა, ციხე მისთვის ახლა გადარჩენის შანსია” – წერს ჟორჟოლიანი.